დედაქალაქის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის ექვს რაიონში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივში, VI კვარტალის № 2 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება 14:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, შავი ზღვის ქუჩა № 1-ში (ლეხ კაჩინსკის ქუჩა № 1-3) მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 12:00 საათიდან ეტაპობრივად.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის № 14ა-1 და № 14ა-2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის № 30ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 13:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩა № 42-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 14:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
დღის 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონაში, ჩარგლის ქუჩის № 73, № 75, № 77, № 79 ნომრებში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას და მოქმედ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.