დედამიწის ყველაზე ცხელ წერტილად მიჩნეული ადგილი, კალიფორნიის შტატში მდებარე ხეობის ტიპის უდაბნო „სიკვდილის ველი“, რამდენიმე დღის წინ ყვითელი და ვარდისფერი ველური ყვავილებით დაიფარა. პარკის რეინჯერთა განცხადებით, ამის მიზეზი შემოდგომაზე, გასული წლის ოქტომბერში მოსული ძლიერი წვიმაა, რაც ამ ადგილისთვის უიშვიათესი შემთხვევაა.
1913 წლის 10 ივლისს, „სიკვდილის ველზე“ დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ტემპერატურა დედამიწაზე +56,7 გრადუსი ცელსიუსით. აღსანიშნავია, რომ ეს ხეობა ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 85 მეტრით დაბლა მდებარეობს. მსოფლიოს ყველაზე დაბალ ადგილებს შორის ის მერვე ადგილს იკავებს.
ყვავილები „სიკვდილის ველისთვის“ მართლაც გასაოცარი შემთხვევაა, ეს უდაბნო ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მშრალი ადგილიცაა. თუმცა, გასული წლის ოქტომბერში, ველზე ამ ადგილისათვის უპრეცედენტო რაოდენობის ნალექი მოვიდა, 1 ½ ინჩი, როდესაც როგორც წესი, წლის მანძილზე საშუალოდ 2 ინჩი ნალექი მოდის.
წყარო: The Washington Post