ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან კედელი მოიხატა.
წარწერა “დედა ენა” ქალაქის ცენტრში ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის „მოხატე ქალაქი დედა ენით“ გამარჯვებულებმა, მარიამ ქებურიამ და თამარ წახნაკიამ შეასრულეს.
„გადავწყვიტეთ, მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ანბანსა და განათლებაზე, ისტორიული წერილებიდან წამოსულ ინსპირაციებსა და მრავალფეროვნებაზე“, – განუცხადეს პირველ არხს მხატვრებმა.
მერიისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ერთობლივი პროექტის შედეგად შექმნილი კედლის მხატვრობის ოფიციალური გახსნა დედა ენის დღეს, 14 აპრილს იგეგმება.