De Telegraaf-ი - ჰააგაში, ნიდერლანდების პარლამენტის სხდომათა დარბაზში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა
De Telegraaf-ი - ჰააგაში, ნიდერლანდების პარლამენტის სხდომათა დარბაზში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

ჰააგაში, ნიდერლანდების პარლამენტის სხდომათა დარბაზში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა De Telegraaf-ი წერს, მამაკაცი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაყურებლებისთვის განკუთვნილ ლოჟაში იმყოფებოდა. ის აღელვებული ჩანდა. ცოტა ხანში მამაკაცმა თოკის ერთი ბოლო ყელზე მოიბა, მეორე კი მოაჯირზე და ლოჟიდან გადახტა. დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა და პარლამენტის თანამშრომლებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სასწრაფო დამხარება გამოიძახეს. ექიმებმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაზარლებული აქტივისტია, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ნიდერლანდების პარლამენტთან მსუბუქი ნარკოტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ აქციას მართავდა. დაგეგმილი თვითმკვლელობის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„მაპატიეთ ეს საქციელი, უნდა გავაკეთო ეს, რომ გამოვაფხიზლო პოლიტიკოსები“, – დაწერა აქტივისტმა.