დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური: საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16 პროცენტი სარგებლობს, რაც 593 814 ადამიანს შეადგენს. სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებს ასახავს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ინფორმაციითვე, გასული წლის იგივე პერიოდში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 15 პროცენტი, ანუ 553 675 ადამიანი სარგებლობდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 7 პროცენტს შეადგენს მთელი ავტოპარკიდან დაზღვეული ავტომობილების წილი, რაც რაოდენობრივად 92.917 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა.
შარშან, იგივე პერიოდში, ეს რიცხვი 79.960-ს შეადგენდა, რაც მთელი ავტოპარკის 6 პროცენტი იყო.