დავოსის ეკონომიკური ფორუმის ყველაზე მდიდარი ადამიანები სიას ბრიტანული გამოცემა verdict აქვეყნებს. გამოცემის მონაცემებით, წელს შვეიცარიის კურორტზე შეკრებილი მილიარდერი სპიკერების რაოდენობა რეკორდულია.
GlobalData Weath insight-ის მონაცემებით, ყველაზე მდიდარი სტუმრის ნუსხას სათავეში ბილ გეითსი უდგას, რომლის ქონებაც 72 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მას მოსდევს ჩინური ვებგვერდის Alibaba-ს დირექტორი ჯეკ მა, რომელის ქონებასაც ექსპერტები 47 მილიარდ დოლარად აფასებენ. მესამე ადგილზეა ამერიკული ჰეჯ-ფონდის მმართველია რეი დალიო – 14,1 მილიარდი დოლარით.
ხუთეულში მოხვდა ინტერნეტ პორტალ JD-ს დამფუძნებელი რიჩარდ ლიუ, Bhart Enterproses-ის მფლობელი სუნიტ ბჰარტი მიტალი.
მეექვსე საპატიო ადგილი სიაში დონალდ ტრამპს ერგო, რომლის ქონებაც 5 მილიარდს აღწევს. მასზე ოდნავ ღარიბები არიან ასევე ამერიკელი Saleforce-ის დამფუძნებელი მარკ ბენიოფი და Carlyle Group-ის ხელმძღვანელი დევიდ რუბენშტეინი.
მეცხრე ადგილზე მოხვდა უკრაინის მოქმედი ლიდერი პეტრო პოროშენკო, რომლის ქონებასაც 1,6 მილიარდად არის შეფასებული.
სპეციალისტების თქმით, თუ წლევანდელი ფორუმის სპიკერების ქონების საერთო ღირებულებას შევკრებთ, თითოეულზე 494 მილიონ დოლარზე ცოტა მეტი მოდის.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 26 იანვრამდე გაგრძელდება.