დავით ზირაქაშვილი „ლა როშელის“ შერკინების კონსულტანტი გახდა
დავით ზირაქაშვილი „ლა როშელის“ შერკინების კონსულტანტი გახდა

ვეტერანი ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილმა მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ რაგბიში დარჩა. როგორც ფრანგული კლუბი „ლა როშელის“ დირექტორმა ჯონო გიბსმა განაცხადა, ზირაქაშვილი კლუბის ახალი შენაძენია, რომელიც შერკინების კონსულტანტის ფუნქციებს შეასრულებს.

„დავით ზირაქაშვილი „ლა როშელთან“ შერკინების კონსულტანტის რანგში ითამაშრომლებს,“ – წერია კლუბის ოფიციალურ „ტვიტერზე“.


შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბემ პრაქტიკულად მთელი კარიერა „კლერმონში“ გაატარა (2004-2020), სადაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.