დავით ზილფიმიანი - პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აუცილებლად ჩავერთვებით
საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აუცილებლად ჩავერთვებით, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანი განაცხადა.
როგორც ზილფიმიანმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებაზე ამდენი ლაპარაკია, ფაქტობრივი გარემოებებიც უნდა დადგინდეს.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აუცილებლად ჩავერთვებით. შეიძლება, ოთხივე არ ჩავერთოთ, მაგრამ გადავწყვიტავთ, ჩვენი ჯგუფიდან ვინ იქნება კომისიაში წარმოდგენილი. იმ სიმართლეს აუცილებლად გეტყვით, რაც ჩემთვის ხელმისაწვდომი იქნება. ვინაიდან, არჩევნების გაყალბებაზე ამდენი ლაპარაკია, ფაქტობრივი გარემოებებიც უნდა დადგინდეს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ დღეს განაცხადა, რომ მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, ფაქტებით დაამტკიცონ ბრალდებები ან ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.