დავით ზილფიმიანი - ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დავაფიქსირებთ წინააღმდეგს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
დავით ზილფიმიანი - ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დავაფიქსირებთ წინააღმდეგს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერების წინააღმდეგია.

მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხისთვის ახლავე მხარის დაჭერა შესაძლოა, არასასურველი აღმოჩნდეს.

ზილფიმიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტში შესვლაზე დასაფიქრებლად კოლეგა ოპოზიციონერებს გარკვეული ვადა კიდევ უნდა მისცენ.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და მეტ-ნაკლებად ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. რატომ ვამბობ ამას? მინდა, ვისარგებლო მომენტით და ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, იქნებ, ჩვენი გამოსვლით მოვახდინოთ თქვენი გადარწმუნება იმაში, რომ ახლავე ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა შეიძლება, სასურველი არც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მივცემთ წინააღმდეგს შეჩერებასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.