დავით ზილფიმიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის თავს იღუპავს მას შემდეგ, რაც უცხოეთიდან ნაცფარაონების მითითებებით ხელმძღვანელობს
ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის თავს იღუპავს მას შემდეგ, რაც უცხოეთიდან ნაცფარაონების მითითებებით ხელმძღვანელობს.
როგორც ჟურნალისტებს ზილფიმიანმა განუცხადა, იმის გამო, რომ პარლამენტში 113 ხმაზე მეტი სამი ხმაა, გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა, თუმცა თუ შევლენ, ეს კარგი იქნება.
„თუ პარლამენტში არ შემოვლენ, ყველაფერი გაგრძელდება და გადაწყდება, რადგან 113 ხმა არსებობს“, – დასძინა ზილფიანმა.