დავით ზალკალიანსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ევა-მარია ლიიმეტესს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დავით ზალკალიანი წერს.
„სატელეფონო საუბარი მქონდა ჩემს ესტონელ კოლეგა ევა-მარია ლიიმეტესთან. მადლიერება გამოვხატე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისთვის. ესტონეთი ჩვენი მეგობარია და ყოველთვის მზად არის, დახმარება გაგვიწიოს რთულ დროს“, – წერს ზალკალიანი.