დავით ზალკალიანმა ლუიზა ვინტონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა
დავით ზალკალიანმა ლუიზა ვინტონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან, ლუიზა ვინტონთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, ლუიზა ვინტონი მარტის ბოლოს საქართველოში მისიას ასრულებს.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა UNDP-ისა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალმხრივი მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობის, კრიზისის პრევენციისა და მისი შემდგომი რეაბილიტაციის და გარემოსდაცვით სფეროებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციისა და მათი განხორციელების ხელშეწყობის კუთხით, UNDP-ის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

მხარეებმა ისაუბრეს UNDP-ის ქვეყნის დოკუმენტის თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს 2021-2025 წლებში საქართველოსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობის გეგმას და მიზნად ისახავს საქართველოში ევროინტეგრაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის მხარდაჭერას.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და მას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.