საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.