დავით ზალკალიანი ვაშინგტონის მერს 26 მაისის აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებისთვის მადლობას უხდის
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ვაშინგტონის მერს 26 მაისის აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ვაშინგტონის მერს, მერი მარიელ ბაუზერს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისთვის, 26 მაისის ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებისთვის და ჩემი საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით კეთილი სურვილებისთვის“,- წერს ზალკალიანი „ფეისბუქზე“.
ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ნათქვამია ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის განცხადებაში, რომელშიც ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ახალდანიშნულ ელჩს, დავით ზალკალიანს მიესალმება.