საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვადიმ პრისტაიკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ვადიმ პრისტაიკოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მხარეებმა დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავების სურვილი, მათ შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერას და აღნიშნეს, რომ საერთო გამოწვევების კუთხით მიმართავენ ერთობლივ ძალისხმევას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბრის ბოლოს, მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს სამომავლო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა