დავით ზალკალიანი - საქართველოსა და კანადას შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ მრავალი წელი იარსებებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კანადის ხელისუფლებასა და ხალხს კანადის დღე მიულოცა. შესაბამისი პოსტი მან „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ვულოცავ ჩვენს კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება“ – წერს ზალკალიანი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კანადელი კოლეგა ფრანსუა-ფილიპ შამპანი გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს და აღნიშნა, რომ კანადა უაღრესად აფასებს ქართველი ხალხის სახელით გამოთქმულ კეთილ სურვილებს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.