დავით ზალკალიანი - საქართველო ყველა უმაღლესი დონის ფორუმსა და ფორმატებშია წარმოდგენლი
საქართველო ყველა უმაღლესი დონის ფორუმსა და ფორმატებშია წარმოდგენლი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჰელსინკიში განუცხადა.
ჰელსინკი დღეს და ხვალ ევროსაბჭოს მინისტერიალს უმასპინძლებს.
„დღეს, როდესაც ჰელსინკიში იწყება ევროპის საბჭოს მინისტერიალი, ჩვენ სრულფასოვნად ყველა ფორმატში ვართ წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, არის მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ, ასევე იქნება დეკლარაცია, სადაც საუბარია საქართველოზე კონფლიქტებთან მიმართებაში. მინისტერიალი მიესალმება კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომელიც არის ყოვლისმომცველი ისევე, როგორც მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება ფარავს ყველაფერს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს სიტუაციას ადამიანის უფლებების კუთხით. ასევე საუბარია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“, ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე, მის უკანონო დაკავებაზე. საქართველო მართლაც არის წარმოდგენლი ყველა უმაღლესი დონის ფორუმზე და ფორმატებში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, შესაბამისად, ოპონენტების განცხადებები, რომ საქართველო არ არის წაროდგენილი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში სიმართლეს არ შეესაბამება.
„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რასაც ჩვენ ოპონენტების მხრიდან ვისმენთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაციები, რეალობა კი, არის განსხვავებული. რეალობა არის ის, რაც ვთქვი და არა, მხოლოდ ევროპული მიმართულებით, ჩვენი სტრტეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიშიც, როგორც არასდროს ისეთი მაღალია ორმხრივი თანამშრომლობა და ურთიერთობები“, – განცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტერიალზე დაგეგმილია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცებაც, რომელიც დეტალურად აღწერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
მინისტერიალის ფორმატში იმსჯელებენ მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც, რომელიც რუსულ-ქართული კონფლიქტის პრობლემატიკას ასახავს და მწვავედ აფასებს ქვეყნის ორივე ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებას.