დავით ზალკალიანი - საქართველო გაერო-ს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით
დავით ზალკალიანი - საქართველო გაერო-ს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის, „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დამტკიცებას საქართველოს საგარეო უწყება და ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, 141 მომხრითა და მხოლოდ ხუთი მოწინააღმდეგით. რეზოლუცია 96 წევრის სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ იქნა დასპონსორებული. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საქართველო გაერო-ს იმ 96 წევრ სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც რეზოლუცია „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ დაასპონსორეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

გაერო-მ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა მხარი დაუჭირა, მათ შორის საქართველომ.