დავით ზალკალიანი - საგანგებო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად რომ დასრულდეს, დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს ორ კვირას, შევდივართ პიკის ფაზაში
დავით ზალკალიანი - საგანგებო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად რომ დასრულდეს, დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს ორ კვირას, შევდივართ პიკის ფაზაში

კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებ უახლოესი ორი კვირა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მედიკოსების მხრიდან არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ ვუახლოვდებით და შევდივართ პიკის ფაზაში,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მტავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არსებულ სიტუაციას თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული, 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე არიან გადასული ჩვენი ექიმები, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. იცით, რომ ბევრი ჩვენი რეგიონი განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული და ბევრი ჩვენი სოფელი, რეგიონები არის დაკეტილი. იმისთვის, რომ ჩვენ ისეთივე წარმატებით გავუმკლავდეთ, როგორც დღემდე ვახერხებდით, აუცილებელია, უახლოეს ორ კვირაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ, რადგანაც არ დაიკარგოს ის მიღწეულ შედეგი, რითაც ჩვენ დღეს ყველანი ვამაყობთ და რის გამოც განსაკუთრებული შეფასებები გვაქვს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში ვართ და ვსაუბრობთ, როგორ გამოვიდეთ კრისიზიდან.

საგანგებო რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს დღეებს, უახლოეს ორ კვირას. ჩვენ გვინდა ყველაზე უფრო, მთავრობას, რომ ეს პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ამიტომ ჩვენი მოქალაქეები, საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა დაგვეხმაროს ამ პროცესის დაძლევაში. ეს იქნება მიღწევადი მხოლოდ ერთობლივად, ერთობლივი ძალისხმევით.

ამიტომ ყველას გთხოვთ უმორჩილესად, არა როგორც მთავრობის წევრი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვავლინოთ ერთმანეთის მიმართ. იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად მოვხსნათ საგანგებო რეჟიმი, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ უახლოეს დღეებში და უახლოესი ორი კვირის პერიოდში“,- განაცხადა ზალკალიანმა.