დავით ზალკალიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივან კიტაკ ლიმს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და IMO-ს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს სტრუქტურებისა და მათ შორის განსაკუთრებით IMO-ს ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს შესაბამის უწყებებთან, ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის მიზნით.
კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომ საქართველო თავისი მიღწევებითა და რეფორმებით წარმოადგენს სამაგალითო ქვეყანას რეგიონსა და შავი ზღვის აუზში. მან მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს IMO-ში აქტიური მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ IMO კვლავ გააგრძელებს ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობას
საქართველოს მთავრობის მოწვევით, IMO-ს გენერალური მდივანი 2018 წლის 12-14 სექტემბერს ბათუმში გამართულ „საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში“ მონაწილეობდა.