დავით ზალკალიანი - პროგრესული საარჩევნო რეფორმისა და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულებით მთავრობამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა
მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და დაიწყო პროგრესული საარჩევნო რეფორმისა და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულება, რომელიც საუკეთესო ევროპული, საპარალმენტო დემოკრატიის ტრადიციებს ემყარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ასეთი გამოჩენილი მიღწევებით აღმოსავლეთ ევროპაში მთავარ რეფორმატორად არის აღიარებული.
„მიუხედავად ყველა პროგნოზისა, ჩვენ განვახორციელეთ დემონსტრირება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესისა დემოკრატიულ, გარდამავალ პერიოდში, შემდგომში წარმატებას მივაღწიეთ კარგ მმართველობაში, კანონის უზენაესობაში და ადამიანის უფლებების დაცვაში.
ბოლო დროს, მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და დაიწყო პროგრესული საარჩევნო რეფორმისა და კონსტიტუციური ცვლილებების მიმართულება, რომელიც საუკეთესო ევროპული, საპარალმენტო დემოკრატიის ტრადიციებს ემყარება.
ასეთი გამოჩენილი მიღწევებით, საქართველო ნამდვილად არის დანახული, როგორც მთავარი რეფორმატორი, მთლიან, აღმოსავლეთ ევროპაში. ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება. უმრავლესი ევროპელი პარტნიორი საუბრობს ამაზე, – განაცხადა ზალკალიანმა.