ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპასუხო ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას 18-19 თებერვალს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ საგარეო საქმეთა მინისტერიალის მე-9 შეხვედრაში.
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ასევე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
„აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მექანიზმს, რომელიც 2012 წლიდან რეგულარულად იმართება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე სხვადასხვა დარგორბივი უწყებებისა და საპარლამენტო განზომილების დონეზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.