საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს, დინგიბიორგ გისლადოტირისს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები.
„აღინიშნა, რომ პროცესი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს არჩევნების მონიტორინგისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების პროცესში გამოთქმული რეკომენდაციები“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ელოდება ეუთო-ს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ეუთო-ს ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.