დავით ზალკალიანი - ნებისმიერ მცდელობას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს ზიანი მიადგეს, განვითარება არ ექნება
ნებისმიერ მცდელობას, რომ ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებს რაიმე სახის ზიანი მიადგეს, არანაირი განვითარება არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სომხეთში ტექნიკის შეტანა საქართველოს გავლით მოხდა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ ძალიან კარგი კომუნიკაცია.
„ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ნებისმიერ მცდელობას, რომ ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებს რაიმე სახის ზიანი მიადგეს, არანაირი განვითარება არ ექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.