საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს! საქართველოს ყველა მოქალაქის გულში ფრიალებდეს ჩვენი ქვეყნის სიამაყედ, დიდი წარსულის და ნათელი მომავლის სიმბოლოდ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა გონგაძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.