დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, საქმიან ვითარებაში, ემოციების გარეშე ვისაუბროთ საზღვრის დელიმიტაციის ყველა შესათანხმებელ დეტალზე
მნიშვნელოვანია, საქმიან ვითარებაში, ემოციების გარეშე ვისაუბროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყველა დეტალზე, რომელიც აუცილებელია, შეთანხმდეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომისა და დავით გარეჯის საკითხზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„ივნისის ბოლოს თბილისში უნდა გაიმართოს სადელიმიტაციო კომისიის შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ბაქოში პირველი შეხვედრისას იქნა მიღწეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმიან ვითარებაში, ყოველგვარი ემოციების გარეშე ვისაუბროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყველა იმ დეტალზე, რომელიც აუცილებელია, შეთანხმდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.