დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნის ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ, როდესაც არ ვეთანხმებით,  ესეც სათქმელია, ვფიქრობ, მოვლენების შეფასებაში ისინიც ადეკვატური უნდა იყვნენ
დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნის ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ, როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია, ვფიქრობ, მოვლენების შეფასებაში ისინიც ადეკვატური უნდა იყვნენ

მეგობარი ქვეყნის ელჩებთან პარტნიორული, მეგობრული, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ მათ გულწრფელად ვესაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკლაინმა განაცხადა.

ზალკალიანი ამბობს, რომ ნიუ იურკში ვიზიტის დროს საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც თვალყურს ადევნებდა და კომუნიკაცია ჰქონდა კარლ ჰარცელთანაც.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც შეეხებოდა თეა წულუკიანის მიმართვას ჟურნალისტისადმი – „რა ჰარცელივით ლაპარაკობთ“, ზალკალიანმა აღნიშნა:

„ვფიქრობ, ამ რიტორიკაში არ დარღვეულა ურთიერთობის ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში გახლდით, იქიდან ვადევნებდი თვალს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, მქონდა კომუნიკაცია კარლ ჰარცელთან. მეგობრები ვართ და აუცილებელია, ერთმანეთს გულწრეფლად ვუთხრათ სათქმელი. როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია.

ელჩები აუცილებლად უნდა იყვნენ ადეკვატური მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც აშკარად არის საუბარი, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ეს მხარე არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ და აფასებენ. ეს ყველაფერი კი, იქნება გამოხატული საბოლოო დასკვნაში, რომელიც მომზადდება არჩევნების შედეგად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.