დავით ზალკალიანი მარეკ შჩიგიელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონელ დიპლომატ მარეკ შჩიგიელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს. დავით ზალკალიანი მილოცვის ტექსტს „ტვიტერში“ ავრცელებს.
„ბატონ მარეკ შჩიგიელს ვულოცავ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დანიშვნას. პოლონელ დიპლომატს ვუსურვებ წარმატებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რთული დავალების შესრულებაში.
მსურს, გამოვთქვა უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე თანამშრომლობის მტკიცე სურვილი“, – წერს დავით ზალკალიანი.
მარეკ შჩიგიელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას 2020 წლის 15 მარტს შეუდგება.