დავით ზალკალიანი - მადლობა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფს სტოკჰოლმში მიმდინარე მინისტერიალის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის
დავით ზალკალიანი - მადლობა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფს სტოკჰოლმში მიმდინარე მინისტერიალის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს მადლობას უხდის.

„მადლობა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფს სტოკჰოლმში მიმდინარე მინისტერიალის დროს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ჩემი კოლეგების აღნიშნული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს ძალისხმევაზე, წინ აღვუდგეთ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას და აგრესიას სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ“, – წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქში“.