დავით ზალკალიანი - მადლიერებას გამოვხატავთ აშშ-ის იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს „კოვიდ 19“-თან გასამკლავებლად გაუწევს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 1,1 მლნ დოლარის გამოყოფის ფაქტს ეხმაურება და ამერიკის მთავრობას მხარდაჭერისთის მადლობას უხდის.
„მადლიერებას გამოვხატავთ ამერიკის შეერთებული შტატების იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერის გამო, რომელსაც ის საქართველოს „კოვიდ 19“-თან გასამკლავებლად გაუწევს. საქართველოს ჯანდაცვის სექტორისა და მასთან დაკავშირებული პროგრამებისთვის აშშ-ის დახმარება ჩვენს შორის არსებული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი ნიშნულია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ – წერს დავით ზალკალიანი.