დავით ზალკალიანი - იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ექვემდებარებიან საგანგებო ზომებს, რათა დაიცვან ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
დავით ზალკალიანი - იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ექვემდებარებიან საგანგებო ზომებს, რათა დაიცვან ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

იტალიაში საქართველოს ელჩი და კონსული 24 საათი ადგილზე არიან, მაგრამ საელჩოს თანამშრომლები ენაცვლებიან ერთმანეთს, რათა იყვნენ დაცული და მთლიანად პარალიზება არ გამოვიწვიოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები ექვემდებარებიან ქვეყანაში მიღებულ საგანგებო ზომებს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დიდი საელჩოები არ გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიაში საგანგებო მდგომარეობა არის მიღებული, საელჩოს თანამშრომლებიც ექვემდებარებიან ამ საგანგებო ზომებს, რათა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ელჩი და კონსული, რა თქმა უნდა, 24 საათი ადგილზე არიან, მაგრამ საელჩოს თანამშრომლები ენაცვლებიან ერთმანეთს, რათა იყვნენ დაცული და მთლიანად პარალიზება არ გამოვიწვიოთ, რომ ღმერთმა დაიფაროს, ვინმეს რაიმე შეემთხვას, საელჩოს მუშაობა არ იყოს პარალიზებული. მსგავსი ინსტრუქცია ყველა საელჩოში არის გაგზავნილი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.