დავით ზალკალიანი - გულითადად ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს, ვუსურვებ წარმატებას, კეთილდღეობას
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, გულითადად ვულოცავ და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას, კეთილდღეობას აზერბაიჯანის მეგობარ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ აფასებენ მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, რასაც ერების სასარგებლოდ მეტად გააძლიერებენ.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, გულწრფელად ვულოცავთ და საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ აზერბაიჯანელ ხალხს. ჩვენ ვაფასებთ მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენი ერების სასარგებლოდ უფრო გავაძლიერებთ მას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაში.