დავით ზალკალიანი - გუგუტიანთკარში პროცესებმა შემიქმნა განცდა, რომ გასააქტიურებელი გვაქვს საქმიანობა მოსახლეობის ჰუმანიტარული უფლებების შეზღუდვის კონტექსტში
დავით ზალკალიანი - გუგუტიანთკარში პროცესებმა შემიქმნა განცდა, რომ გასააქტიურებელი გვაქვს საქმიანობა მოსახლეობის ჰუმანიტარული უფლებების შეზღუდვის კონტექსტში

გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცსებმა გამიჩინა განცდა, რომ ჩვენ გასააქტიურებელი გვაქვს საქმიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის კუთხით მოსახლეობის ჰუმანიტარული უფლებების შეზღუდვის კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.

ზალკალიანის თქმით, ის გუგუტიანთკარში იყო ჩასული და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

„ჩვენი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ჩვენი იძულებით გადაადგილებულ პირთა და იქ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე, კონფლიქტის ზონისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მძიმე ჰუმანიტარული პირობების შემსუბუქება იქნება. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ის სპეციალიზებული ორგანიზაციები, გაერო-სი იქნება თუ სხვა ორგანიზაციის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, იყვნენ ჩართული ამ კუთხით პრობლემების მოგვარებაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.