დავით ზალკალიანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
დავით ზალკალიანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ამის შესახებ ზალკალიანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„მსურს, გულწრფელად მივულოცო ანალენა ბერბოკს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში. დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ საქართველოსა და გერმანიას შორის კავშირების განმტკიცებას ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში“, – წერს დავით ზალკალიანი.