საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.
მინისტრმა ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
მინისტრთან ერთად აიცრა, მისი მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი.
დღესვე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრენ დიპლომატები – ყაზახეთის ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, იაპონიის ელჩის მოადგილე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენელი/ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი.