დავით ზალკალიანი ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოვა
ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ხვალ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
დავით ზალკალიანი წარმოადგენს საქართველოს ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მომავალთან დაკავშირებით.
მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ გლობალური პანდემიით შექმნილ ვითარებასა და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე.