დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომის ორგანიზებისთვის ალბანეთს მადლობას უხდის
დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომის ორგანიზებისთვის ალბანეთს მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომის ორგანიზებისთვის ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე ქვეყანასა და მის ლიდერს მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი ალბანეთს და მის ამჟამინდელ თავმჯდომარე ედი რამას ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ამ ახალ ფორმატში ორგანიზებისთვის. ხაზი გავუსვი ეუთო-ს ტერიტორიაზე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის კონფლიქტებს და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერში“.

მინისტრმა ასევე წარმატებას უსურვა შვედეთს ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში იმართება.