დავით ზალკალიანი - ძალიან მეამაყება, რომ მოვახერხეთ და ეროვნული გმირი, წინაპარი, გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას
ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ მოვახერხეთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩვენი ღირსეული, ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი, გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ ეს არის ფასეულობები, ღირებულებები, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარეს ქართველმა გმირებმა და მთავარსარდლებმა.
„ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ მოვახერხეთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი გახლდათ, საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობით, თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩვენი ღირსეული, ჩვენი ეროვნული გმირი, წინაპარი, გენერალი კვინიტაძე დღეს უბრუნდება მშობლიურ მიწას. მას ღირსებით და იმ პატივით, როგორსაც ის იმსახურებდა, როგორზეც ის ოცნებობდა, მივაბარებთ მშობლიურ მიწას. სწორედ ეს არის ფასეულობები, ღირებულებები, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარეს ჩვენმა გმირებმა, მთავარსარდლებმა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.