საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს დიპლომატიურ კორპუსს, კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუცია, ევროსაბჭოს ანგარიში და 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი უმაღლესი დონის მოლაპარაკებები.
მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ შეხვედრა მედიისთვის დაიხურება და კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
საქართველოს პირველი დიპლომატის დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩებთან 17:00 საათზე დაიწყება.