დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველების პრობლემა სწრაფად მოგვარდება
დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველების პრობლემა სწრაფად მოგვარდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის საკონსულო დეპარტამენტისთვის კიდევ ერთხელ არის დავალება მიცემული, რომ გერმანიაში დასაქმებული ქართველების პრობლემა გადაიჭრას.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ კომუნიკაციაში ასევე ჩართილია გერმანიის ხელისუფლება.

„არა მხოლოდ ჩვენი საკონსულოს, არამედ გერმანიის ხელისუფლებასთან მქონდა კომუნიკაცია ამ თემაზე. გუშინაც მქონდა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომ ეს თემა იყოს სწრაფად მოგვარებული, რადგან საქმე გვაქვს ადამიანებთან, მათ ყოფით მდგომარეობასთან და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მიცემულია დავალება ჩვენი საკონსულო სამსახურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანელ პარტნიორებთან ერთად სწრაფად მოგვარდება ეს პრობლემა“, – განაცხადა ზალკალიანმა.