საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს ხვდება.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს.
ვან ი საქართველოს გუშინ ეწვია. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთანაც გამართავს. შეხვედრებზე ძირითადად ეკონომიკური საკითხები განიხილება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.