დავით ზალკალიანი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრ ალან დუნკანს ხვდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ალან დუნკანს ხვდება.
დავით ზალკალიანმა ალან დუნკანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღო.
ორმხრივი შეხვედრის შეხვედრის შემდეგ, დავით ზალკალიანი და სერ ალან დუნკანი უორდროპის სტრატეგიული დიალოგის პლენარულ სესიას გახსნიან. გახსნის ცერემონიის შემდეგ, გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დღეს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეხუთე შეხვედრა გაიმართება.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს მთავრობას შორის, გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. დოკუმენტს ხელს მოაწერენ დავით ზალკალიანი და სერ ალან დანკანი.
ასევე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბრიტანულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კი- დიდი ბრიტანეთის კოლექციების ხელმძღვანელი კრისტიან იენსენი.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი დონის ფორმატია. დიალოგის მეხუთე შეხვედრის ფარგლებში გაიმართება თემატური ჯგუფების შეხვედრები თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ვაჭრობის, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე- 5 შეხვედრაზე მხარეები ასევე მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, სერ ალან დანკანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან. ასევე, სერ ალან დანკანი გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს და პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ბრიტანელების ხსოვნას მეომრების სასაფლაოზე.