დავით ზალკალიანი - ბიძინა ივანიშვილი მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი
ბიძინა ივანიშვილს არაფერი ახალი არ უთქვამს, ის მუდმივად იყო და არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი, მთლიანად სახელისუფლო გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯი და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხრიდან, რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე იყოს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ უნდა მოხდეს იმის დაშვება, რომ NDI-ს და IRI-ს საქართველოს მხარდამჭერის და პარტნიორის იმიჯს რაიმე ჩრდილი მიადგეს.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფერი ახალი არ უთქვამს. ის მუდმივად იყო და არის ამერიკას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მხარდამჭერი და მთლიანად სახელისუფლო გუნდი ზრუნავს იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების იმიჯი და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე იყოს. იყო სხვადასხვა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ის ორგანიზაციები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც NDI-ს თუ IRI-ს, ასეთი დიდი ორგანიზაციების დაკვეთით საქმიანობენ, არ მოხდეს იმის დაშვება, რომ NDI-ს და IRI-ს , ამ ინსტიტუტების, მათი საქართველოს მხარდამჭერის და სტრატეგიული პარტნიორობის იმიჯს, რაიმე ჩრდილი მიადგეს“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.