დავით ზალკალიანი ბელგიას საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86 400 დოზის საჩუქრად გადმოცემისთვის მადლობას უხდის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ბელგიის სამეფომ საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86 400 დოზა გადმოსცა საჩუქრად.
ზალკალიანი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ბელგიის მთავრობას საჩუქრისთვის.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 86 400 დოზისთვის.
თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ბელგია საქართველოს კორონავირუსის ვაქცინას გადმოსცემდა.