დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის მოედანი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, მადლობა აზერბაიჯანს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის
დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის მოედანი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, მადლობა აზერბაიჯანს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის

აზერბაიჯანში ალიევის მოედანი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

აღნიშნულ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„მადლობა აზერბაიჯანს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილისთვის, როდესაც ჰეიდარ ალიევის მოედანი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. გამარჯვებისთვის საუკეთესო გზა ერთამანეთის მიმართ გაწვდილი დახმარების ხელია“, – წერს დავით ზალკალიანი.