საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ამის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
„გულთბილად ვულოცავ ჩვენს მეზობელს, მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს – აზერბაიჯანს, რესპუბლიკის დღეს. აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას,” – წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.