დავით ზალკალიანი - არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შეუქცევადია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში დაგეგმილი არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფის. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ლოპოტას ტბაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგის პროცესში მოსაწვევები უკვე გაუგზავნა.
„ჩვენ უკვე დავუგზავნეთ მოსაწვევები, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელს, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგის პროცესში. ეუთო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ევროპარლამენტი, საპარლამენტო ასამლეები, ყველა ის ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს, უკვე დაპატიჟებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი დასტური იქნება ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიმწიფისა და იმისა, რომ საქართველოს გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის შეუქცევადი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.