დავით ზალკალიანი - არასერიოზულია საუბარი, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს
არასერიოზულია საუბარი, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატად ბრიჯიტ ბრინკი განიხილება და მას საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს, სპეკულაციაა.
„გირჩევთ, შედით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, სადაც არის სხვადასხვა ქვეყანაში ნომინირებული ელჩების სრული სია. ასევე დასახელებულია ქვეყნები, სადაც ადგილები არის ვაკანტური. როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა აქვს. სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში საქართველო მონაწილეობას არ იღებს. ეს არის სპეკულაციები და არასერიოზულია ამაზე საუბარი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.