დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად გააგრძელებს მუშაობას
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დავით ზალკალიანი საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა ზალკალიანს მინისტრად მუშაობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ზალკალიანი საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილმა შეცვალა.