დავით ზალკალიანი - ამ რთულ დროში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა
დავით ზალკალიანი - ამ რთულ დროში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე მადლობას უხდის ევროკავშირს არსებულ რთულ ვითარებაში ქვეყნისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფისთვის.

„უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების ფარგლებში 183 მლნ ევროს ოდენობის თანხის გადამისამართებას „კოვიდ 19“-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – წერს დავით ზალკალიანი.

ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 183 მილიონ ევროს გამოუყოფს.